ადგილის შესახებ
მოდინახეს ციხე საჩხერის ჩრდილოეთით, მაღლობზე მდებარე გვიანდელი შუა საუკუნეების სიმაგრეა. ქალაქისა და მიმდებარე სივრცის კონტროლისთვის ხელსაყრელმა მდებარეობამ მას იმერეთის ისტორიაში სტრატეგიული მნიშვნელობა შესძინა. ციხე თავდაპირველად ფალავანდიშვილების საგვარეულო ციხე-დარბაზი იყო, შემდეგ კი წერეთლების საკუთრება გახდა. 1735 წელს აქ პაპუნა წერეთელი აფარებდა თავს. 1991 წლის მიწისძვრით დაზიანებულ ძეგლს 2019 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.