ადგილის შესახებ
XIII საუკუნის კომპლექსის მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობის ორნავიანი ბაზილიკაა. მის ფასადზე ჩუქურთმები და მოჩარჩოებული სარკმლებია წარმოდგენილი.
მონასტრის მცირე ეკლესიის ნაწილად ბუნებრივი კლდეც გამოიყენება. მღვიმე, ტაძრები და ვიწრო გასასვლელები ადგილის განსაკუთრებულ სივრცით მოწყობას ქმნის. დღეს ის მოქმედი დედათა მონასტერია.