უსაფრთხო, ორგანიზებული და ბავშვებზე მორგებული ტურები
სასკოლო ექსკურსიები საქართველოში
რატომ Wonder Way Georgia?
12+ წლიანი გამოცდილება
Wonder Way 2013 წლიდან ჩართულია საქართველოს შიდა ტურიზმის განვითარებაში
უსაფრთხოება და რეგულაციებთან შესაბამისობა
ჩვენთვის ბავშვების უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია - ყველა ექსკურსია წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული და კონტროლირებულია გამოცდილი გუნდის მიერ.
ბავშვებზე მორგებული პროგრამები
თითოეული ექსკურსია მორგებულია ასაკობრივ ჯგუფზე, ინტერესებსა და სასწავლო მიზნებზე - რომ ბავშვებისთვის იყოს ერთდროულად საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი.
1. აირჩიე
გადახედე მიმართულებებს და შეარჩიე სასურველი ტური
2. შეავსე
მიუთითე თარიღი, კლასი და მონაწილეთა რაოდენობა
3. დაჯავშნე
ჩვენი გუნდი სწრაფად დაგიკავშირდება და დაადასტურებს დეტალებს
Wonder სერვისები
This text briefly introduces visitors to your main services.

🚌 სასკოლო ექსკურსიები
უსაფრთხო და კარგად დაგეგმილი სასკოლო ექსკურსიები საქართველოს მასშტაბით

🎭 ანიმაცია & გმირები
საყვარელი პერსონაჟები, რომლებიც ბავშვებს დაუვიწყარ ემოციებს ჩუქნიან

🎉 ღონისძიებები
ორგანიზებული ღონისძიებები სკოლებისთვის და კორპორატიული ჯგუფებისთვის

🍽️ კვება
საექსკურსიო კვება, რომელიც აერთიანებს გემოს, ხარისხსა და სწორად დაგეგმილ მენიუს.

🏙️ B2B
ვგეგმავთ და ვახორციელებთ კომპანიებისთვის თიმბილდინგებს, კორპორატიულ ტურებსა და ინტერაქტიულ ქვესტებს.
აირჩიე საყვარელი გმირი შენი ღონისძიებისთვის
აირჩიე პერსონაჟი და შექმენი დაუვიწყარი დღესასწაული




















ძველი თბილისის გაკვეთილი
საფეხმავლო ექსკურსია, სადაც ისტორია ცოცხლდება.
მოსწავლეები სწავლობენ უშუალოდ იმ ადგილებში,
სადაც რეალურად ხდებოდა მნიშვნელოვანი მოვლენები —
ხედავენ, იკვლევენ, თამაშობენ და გუნდურად აგროვებენ ცოდნას.
? ხშირად დასმული კითხვები ?
👉 ექსკურსიის დაჯავშნა ძალიან მარტივია:
შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელეფონით ან შეავსოთ ჯავშნის ფორმა ჩვენს ვებგვერდზე.
ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ, დაგიზუსტებთ დეტალებს, შეგითანხმებთ პროგრამას და სრულ ორგანიზებას უზრუნველყოფს — თქვენ კი უბრალოდ ისიამოვნებთ პროცესით.
👉 არა — ჩვენ არ გთავაზობთ მხოლოდ ტრანსპორტის მომსახურებას.
Wonder Way ქმნის სრულ, ორგანიზებულ ტურისტულ გამოცდილებას: მარშრუტი, პროგრამა, ექსკურსიამძღოლი, ლოგისტიკა და საჭიროების შემთხვევაში კვებაც — ყველაფერი ერთიანად.
ეს არის სწორედ ის, რაც ჩვენს ტურებს განსაკუთრებულს ხდის.
👉 ხშირად გვხვდება ეს შეკითხვა, განსაკუთრებით უფროს კლასებში.
ამ შემთხვევაში, ტურს მაინც ახლავს პროფესიონალი ექსკურსიამძღოლი, რომელიც არა მხოლოდ გზამკვლევია, არამედ უზრუნველყოფს საინტერესო, დინამიკურ და ასაკზე მორგებულ პროგრამას.
შედეგად, ტური ინარჩუნებს როგორც შემეცნებით, ისე გასართობ ღირებულებას — ზედმეტი დატვირთვის გარეშე.
👉 დიახ, გვაქვს მრავალწლიანი გამოცდილება სასკოლო ექსკურსიებისთვის კვების ორგანიზებაში.
ვთანამშრომლობთ სანდო ობიექტებთან და ვიცავთ მაღალი ხარისხისა და ჰიგიენის სტანდარტებს.
შეგვიძლია შემოგთავაზოთ როგორც პიკნიკის, ისე რესტორნის ფორმატის კვება — თქვენი სურვილის შესაბამისად.
👉 რა თქმა უნდა.
ჩვენ ვგეგმავთ სრულად თქვენზე მორგებულ ტურებს — იქნება ეს სასკოლო, კორპორატიული თუ თემატური ღონისძიება.
ვქმნით უნიკალურ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს თქვენს მიზნებს, ინტერესებსა და ფორმატს.
👉 Wonder Way უზრუნველყოფს სრულ ორგანიზებას:
ტრანსპორტი, პროგრამა, ექსკურსიამძღოლი, საჭიროების შემთხვევაში კვება და სრული კოორდინაცია.
დამატებით, სკოლებს ვაწვდით ყველა საჭირო დოკუმენტაციას:
✔ ოფიციალური ხელშეკრულება
✔ პროგრამის დეტალური აღწერა
✔ ტრანსპორტისა და მძღოლის საბუთები
ეს ყველაფერი უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობასა და ნდობას.
რას ამბობენ ჩვენზე
ვერ იპოვე სასურველი ტური?
დაგვიკავშირდი და შეგიქმნით ინდივიდუალურ ან კომბინირებულ შეთავაზებას თქვენი ჯგუფისთვის.















