ადგილის შესახებ
უბისის სამონასტრო კომპლექსს საფუძველი IX საუკუნეში ჩაეყარა. იგი მნიშვნელოვანი სამონასტრო-საგანმანათლებლო კერა იყო და განსაკუთრებით ცნობილია XIV საუკუნის ფრესკებით. დამიანეს სახელთან დაკავშირებულ კედლის მხატვრობაში ბიბლიური და წმინდა გიორგის ცხოვრების სცენებია წარმოდგენილი. ეკლესიასთან დგას 1141 წლით დათარიღებული კოშკი. ტაძარი, მხატვრობა და კოშკი ქართული შუა საუკუნეების ხელოვნების სხვადასხვა მხარეს გვაცნობს.