ადგილის შესახებ
ბარაკონის ტაძარი რაჭაში მდებარე გვიანი პერიოდის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. მისი ამჟამინდელი ნაგებობა 1753 წელს, ძველი ეკლესიის ადგილზე, რაჭის ერისთავ როსტომის დაკვეთით ავთანდილ შულავრელმა ააგო. გუმბათოვანი ტაძრის ფასადები ქვის მორთულობით გამოირჩევა. არქიტექტურული ფორმები და დეკორი გვიჩვენებს, როგორ აგრძელებდა XVIII საუკუნის საეკლესიო ხელოვნება უფრო ადრეულ ქართულ ტრადიციას.